• ტელეფონი: (422) 24 04 83,   (422) 24 03 82
  • ელ-ფოსტა: batumi9@mes.gov.ge

სკოლის მისია , ხედვა , ღირებულებები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია

ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიების დანერგვით სკოლა მოსწავლეებს განუვითარებს ისეთ უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რომლებიც ხელს შეუწყობს განათლებული,  მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე პიროვნებების ჩამოყალიბებას, რომლებიც შეძლებენ ცვალებად სამყაროში ადპტირებას, დაეხმარება მათ რეალურ ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში.

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა

 

სსიპ ქალაქ ბათუმის N9 საჯარო სკოლა იქნება  მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სკოლა. სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხით ხელს შეუწყობს მოაზროვნე, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე აქტიური თაობების აღზრდას. მისცემს მოსწავლეებს მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების შესაძლებლობას. დაეხმარება მათ დამოუკიდებელი ცხოვრების, სირთულეების გადალახვის უნარების გამომუშავებაში.

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები

 

უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემო, სადაც წახალისებულია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინიციატივა, საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, ემპათია, ურთიერთპატივისცემა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლეობა.

ცოდნასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, რომელიც უზრუნველყოფს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების დახვეწა-გაუმჯობესებას, არგუმენტირებული მსჯელობის , სიახლეების ძიების, პრობლემების ანალიზისა და გადaჭრის უნaრების გაუმჯობესებას.

განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; 

მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება;

კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა;  შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.

სასარგებლო ბმულები